გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში, ონის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29-01-2021

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ბიზნეს ანალიტიკოსმა ზაზა ჭელიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან.

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ონის მუნიციპალიტეტში იწყებს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა - MSDA”-ს იმპლემენტაციის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ მოკვლევის ეტაპს.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის მხარდასაჭერად ინერგება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ერთიანი ელექტრონული სისტემა (MSDA).

პროექტის ძირითადი კომპონენტები

• ახალი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და მხარდაჭერა ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;

• ელექტრონული მონაცემების გაცვლის პროცესის უზრუნველყოფა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის;

• ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა მუნიციპალურ სერვისებზე სოფლიდან გაუსვლელად, საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით;

• „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოქმედი უსაფრთხო და ეფექტიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოქალაქის პორტალზე ms.gov.ge;

• ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა გადამზადება, ელექტრონული მმართველობის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში მუშაობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში, მოხდება ახალი მუნიციპალური სერვისების დამუშავება, ოპტიმიზაცია და MSDA -ში მათი ინტეგრაცია და ავტომატიზაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება კიდევ უფრო სანდო, გამჭვირვალე, რაც ეფექტიანი სისტემის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31