გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

29-01-2021

ივერი მელაშვილის პოლიტიკური წიაღსვლები ნაკლებად საინტერესოა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, პროკურატურის მტკიცებულებები არის თუ არა შესაბამისობაში იმასთან, რასაც ეს ადამიანი ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის.

„აღმაშფოთებელია და სრული ლუსტრაციაა ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და არავითარ რუკებზე საუბარი არ არის, ივერი მელაშვილი სრულად მხარდაჭერილია თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს არის ფაქტი და ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ამ ფაქტიდან გამომდინარე იმ ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც ეხება პარლამენტთან, არჩევნებთან, პარტნიორებთან დამოკიდებულებას და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

მართლმსაჯულების მიზანი არ არის, ადამიანი დაკავებული ჰყავდეს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლო წინ არის, გირაოთი გამოშვება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იჯდეს და თავის განაჩენს ელოდებოდეს. ეს სახელმწიფოს პოლიტიკას კარგად ახასიათებს, რომლის კანონების მიხედვითაც, სასამართლო მოქმედებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილმა განაცხადა: „თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31