გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მათ საზოგადოებას უთხრეს „კი მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ გვინდა დაფინანსება და მზად ვართ თქვენი გადასახადები დავხარჯოთ"

31-01-2021

„მას შემდეგ, რაც უმანდატო ოპოზიციონერებმა დააშანტაჟეს მანდატიანი ოპოზიციონერები, ოპოზიციის მიმართ ნდობა და რეიტინგი კატასტროფულად შემცირდა და „ქართული ოცნების" რეიტინგი გაიზარდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს განცხადებაში და ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„ვინც ნახა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა და მისი შედეგები, რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიცია უპირობოდ ენდობოდა წინა წლებში და ახლა ერთმანეთს ასწრებდნენ ამ კვლევის შედეგების დაგმობას - აშკარაა, რომ ბოიკოტით, დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით და ქუჩაში დარჩენით ოპოზიციის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა. არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს „კი მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ გვინდა დაფინანსება და მზად ვართ თქვენი გადასახადები დავხარჯოთ"! - ეს არის უპასუხისმგებლობა და საზოგადოებამ ეს სათანადოდ შეაფასა" - განაცხადა თალაკვაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31