გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო "მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

31-01-2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოს თავდაცვის სამინისტრო არასწორი შესყიდვების პოლიტიკის გამო დროშების გარეშეა დარჩენილი. აღნიშნული აბსურდული ბრალდება მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთლიანად თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცხელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის უწყების ყველა ობიექტზე, სადაც ეს განსაზღვრულია, აღმართულია სახელმწიფო დროშები, ხოლო დროშების გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წარმოდგენილი დროშების მარაგების შევსების გადაწყვეტილებამ და პანდემიით გამოწვეული სავარაუდო შეფერხების თავიდან აცილებამ. უნდა აღინიშნოს, რომ ვერცერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ჩასაფრებული მედიასაშუალება თუ სუბიექტი ვერ აჩვენებს თავდაცვის უწყებაში შესაბამისი წესებით განსაზღვრულ ადგილებში სახელმწიფო დროშების პრობლემას, რასაც აღნიშნული, კონკრეტული ფაქტების გარეშე წარმოდგენილი სიუჟეტიც ადასტურებს.

რაც შეეხება ვერშესრულებულ ტენდერს, როგორც მოგეხსენებათ მსგავსი ტენდერები ტარდება სრულიად ღიად და გამჭვირვალედ, ელექტრონული წესით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში კიდევ ერთი ტყუილი იქნა გავრცელებული თითქოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ადრე არ შეუსრულებია მსგავსი მომსახურება, სინამდვილეში მას არაერთ სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთვის გაუწევია ანალოგიური საქონლის მოწოდება. ამჯერად კი, მიმწოდებელის მიერ შეუსრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გამოიწვია აღნიშნული კომპანიის მფლობელის გარდაცვალებამ და ამის შედეგად მათთვის საზღვრებზე წარმოშობილმა პროცედურულმა და ლოჯისტიკურმა პრობლემებმა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ახლო მომავალში ზიანი არ მიდგომოდა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ლატანების და სხვადასხვა სახის დაგეგმილი ღონისძიებების სახელმწიფო დროშებით უზრუნველყოფას, დადგა გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ განპირობებულია მარაგების შევსების მიზნით" - აცხადებენ უწყებაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31