გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

13-02-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 381 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 806 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 535 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 200-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 257 441-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 41, იმერეთში - 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - თბილისში, 139 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 52.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 776 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 421 პირი, აჭარაში - 665, იმერეთში - 1 330.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31