გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
28 და 29 აპრილს ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

26-04-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 და 29 აპრილს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930