გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

21-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ინიციატორის გადმოცემით, კვამლი ამოდიოდა შენობის სახურავიდან.

მისამართზე გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა.

ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ხუდადოვის ქუჩაზე სულ მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930