გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
ხაზარაძის გარდა არცერთმა ბანკმა არ იკადრა პატიმარი კაცის საკუთრების ხელში იაფად ჩაგდება - შალვა რამიშვილი

24-02-2021

მე ვიცი ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა თი ბი სი ბანკში მიიყვანეს ბანკ "კონსტანტას" ბორკილებდადებული დამფუძნებელი, გაუფორმეს კრედიტი და შემდეგ ეს ბანკი დაითრიეს - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია პოსტ ტვ-ს ეთერში განაცხადა.


"ეს იყო კონკრეტული შემთხვევა და დოკუმენტირებულია, თუ როგორ "დაითრიეს" ბანკი.


ჯერ, სხვათა შორის, ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ს გააკეთებინეს ბანკ "კონსტანტა"-ზე "სიაბანდი" სიუჟეტი (და როდესაც ბანკს ასე ებრძვი, ის შეიძლება გაკოტრდეს...)


მერე უთხრეს ნაცებმა, არ მოგასვენებთო, "რუსთავი 2" თქვენზე სულ ცუდ რეპორტაჟებს გააკეთებსო და გაყიდეთო. მერე დაიჭირეს დირექტორი, დააკისრეს რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა და ეს ბანკი უნდა გაეყიდათ.


არც ერთმა სხვა ბანკმა არ იკადრა ამ დაპატიმრებული და გაჭირვებული კაცის საკუთრების იაფად და მუქთად ყიდვა და ეს ხაზარაძემ გააკეთა.

მოიყვანეს დაჭერილი კაცი ბადრაგით და ბორკილებით და გაუფორმეს კონტრაქტი.


შემდეგ კი, ამ კონტრაქტის მიხედვით ისე მოხდა, რომ აქციები ჩაიგდო ხელში "ჯიგარმა" - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31