გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლებში უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი გრძელდება

25-02-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის №2, №4, №5და№47 საჯარო სკოლებს ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლების მიერ ვირუსის პრევენციისთვის მიღებულიუსაფრთხოების ზომებიადგილზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლების მონიტორინგიპანდემიის პირობებში შემუშავებული სპეციალური მეთოდით როგორც სამინისტროს, ასევე, რესურსცენტრების მხრიდან სისტემატურად გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, სკოლებს მიეცემა დამატებითი რეკომენდაციები სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის.

რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, მე-2 და მე-4 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, მოსწავლეები მონაწილეობდნენ მუზეუმების ვირტუალურ ტურებში, სკოლებში ჩატარდა მინი-ლექციები, გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა, კინოჩვენება და პანელური დისკუსიები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31