გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

25-02-2021

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.

მათ ადგილზე მოისმინეს და იმსჯელეს იმ საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას ამ დროისთვის აწუხებს.

პროგრამის ფარგლებში სოფელ ნიგვზიანს - 20 000 ლარი, არჩეულს - 12 000 ლარი, ჩანჩეთს - 10 000 ლარი, ხოლო ხაჯალიას -20 000 ლარი გამოეყო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930