გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია ოთხი პირი

12-03-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ხ., 1999 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ს., 2001 წელს დაბადებული ნ.მ. და 1996 წელს დაბადებული თ.კ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი აღნიშნული სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეოთხე ბრალდებული კი, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031