გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატი ლევან დავითაშვილი ისნის რაიონში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

16-03-2021

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე და დასრულებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები ვაზისუბნის და კახეთის გზატკეცილის რამდენიმე მისამართზე წარმოებს. ამ მისამართებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სადარბაზოს კარის მონტაჟი, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კიბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მისამართებზე სარემონტო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031