გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევრობონდების გამოშვებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები შეირჩა

20-03-2021

მიმდინარე წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა.

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით.

შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.

საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები.

ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031