გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-03-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, მუხიანის II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნისვერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნებოის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), გამრეკელის, შალვა ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩისმოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გუდამაყრის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის და სანზონის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე რუსთავის გზატკეციულის (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გახოკიძისქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031