გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთელი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

24-03-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემურ სავალდებულო ტესტირებას აგრძელებს.

კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ტესტირება უკვე მეოთხედ ჩატარდა.

სკოლაში ამ დრომდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031