გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალების მეთაური დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

30-03-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

მან სამხედრო დაზვერვისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა აღნიშნა. შეხვედრის დასასრულს, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031