გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

3-04-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კლასიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

„სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების ამოსავალი წერტილი იყო. მან მთელი ეპოქა შექმნა, რომლსაც მსოფლიო მოჰყავს განცვიფრებაში. გურამ დოჩანაშვილის სახით ქართულმა მწერლობამ დაკარგა შემოქმედი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მოკრძალებით.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31