გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: პოლიტსაბჭო მორგებული უნდა იყოს რეალობას

1-05-2018

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პოლიტსაბჭო პარტიის მართვისა და ზოგადი სტარატეგიული კურსის განსაზღვრის ინსტრუმენტია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის განახლებული პოლიტიკური საბჭო ახალ თავმჯდომარეს მორგებული იყოს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიული სტუქტურების მშენებლობისთვის. 
დღევანდელ პოლიტსაბჭოზეც პარტიის მომავალზე ვისაუბრებთ.

პოლისტაბჭო, უპირველეს ყოვლისა, არის პარტიის მართვისა და ზოგადი სტარატეგიული კურსის განსაზღვრის ინსტრუმენტი და შესაბამისად ეს ინსტრუმენტი მორგებული უნდა იყოს იმ რეალობას, რომელიც დღეს გვაქვს და იმ თავმჯდომარეს, რომელსაც ყრილობაზე ავირჩევთ და ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი“- განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31