გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

5-04-2021

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება.

ამ ვადაში მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულად უნდა გამოაგზავნონ. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based KET – 14 ივნისი
Paper-based PET - 14 ივნისი
Paper-based FCE – 21 ივნისი
Paper-based CAE – 19 ივნისი
Paper-based TKT – 24 ივნისი
Paper-based Young Learners Exam – 17 ივნისი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ადმინისტრირებას 2013 წლიდან უწევს და მომხმარებელს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ტესტირებისათვის ხელსაყრელ, კომფორტულ პირობებს სთავაზობს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031