გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ონში ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შეხვდა

7-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი - ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შეხვდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნულ სამსახურებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ღონისძიებები და პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ზოგიერთი მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზე.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციების მხრიდან უფრო ეფექტურ მუშაობასა და კონკრეტული სფეროების მეტად განვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31