გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა

1-05-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში განხეთქილებას ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი,  დარჩება თუ არა თავად პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე.

„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა. რაც შეეხება შემადგენლობას, დღეს არის პოლიტსაბჭოს შეკრება. თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭო, დღეს გაიგებთ. 11 მაისს არის ყრილობა. პარტია მზადაა ყრილობისთვის. მე ვიქნები თუ არა გენერალური მდივანი, მაგას გაიგებთ“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 2 საათზე გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930