გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

1-05-2018

ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებად ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა დაინიშნენ.


"შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.


ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე - მიხეილ დუნდუა იქნება. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა.

ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ", - აღნიშნავენ უწყებაში.




ghn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031