გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს უმასპინძლეს

10-04-2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდნენ. სპეციალური ოპერაციების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ლეგიონის წევრებს გაცნობითი პრეზენტაცია ჩაუტარა. ისინი მებრძოლების ინდივიდუალურ აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნენ და ინსტრუქტორების დახმარებით სერჟანტ კახა თავგორაშვილის სახელობის 300 მეტრიან სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში ვარჯიში ჩაუტარდათ. მოგვიანებით, ლეგიონის წევრები სტრესულ სროლებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ და გამარჯვებულები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მონეტით დაჯილდოვდნენ. ლეგიონის წევრებმა ბაზაზე სტუმრობისას პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31