გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

11-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში არარეგისტრირებული 3 სახერხი საამქრო გამოავლინეს.

დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ამოღებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მოქალაქეებს სახერხი საამქროები საცხოვრებელ სახლებსა და სპეციალურად მოწყობილ შენობაში ჰქონდათ განთავსებული.

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930