გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავამ უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა „ანაბეჭდი" მოინახულა

12-04-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა „ანაბეჭდი" მოინახულეს.

სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უნიკალური საკერავი მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა, რის შედეგად წარმოების გაფართოვება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა შეძლო. ამ ეტაპზე კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა განვითარება კომპანიისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შედეგად, მათ პერიოდულად უტარდებათ პროფესიონალური გადამზადების კურსები.

შპს ,,ანაბეჭდი" წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიას უმუშავია ისეთი ბრენდების უნიფორმების შექმნაზე, როგორებიც არიან: აგროჰაბი, გუდვილი, ელიტ-ელექტრონიქსი, კარფური, დომინო, ისთ ფოინთი და სხვა.

ფაბრიკა საქართველოში ქსოვილის წარმოებას გეგმავს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ იმპორტულია წარმოდგენილი. ეს კი მეტ დასაქმებულს, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის ზრდას და უკეთესი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.

შპს ,,ანაბეჭდი" სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3.7 მილიონ ლარზე მეტია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31