გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილის სკანდალური აღიარება: მოსალოდნელი ომის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს ვიცოდი, 2007 წელს კი ამაზე თავად პუტინი მომიყვა

13-04-2021

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ რუსეთთან მოსალოდნელი ომის შესახებ ის ჯერ კიდევ 2006 წელს იყო ინფორმირებული:


"რა თქმა უნდა მოსალოდნელი ომის შესახებ წინასწარ მაფრთხილებდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმის შესახებ, რომ ომი იქნებოდა, პირველად მე 2006 წელს, მაშინდელი რუსეთის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა გამაფრთხილა. მითხრა, პუტინი ომისთვის ემზადებაო და გიჟიაო მითხრა...


ერთმანეთს უცხოეთში შევხვდით. თვითონვე მოითხოვა შეხვედრა, თანაც მთხოვა, ისე შევხვდეთ, რომ არავინ გახლდესო. დეტექტიურ სცენარს არ გიყვებით, ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად მქონია.


მივედი. ერთ-ერთ ბარში შემხვდა და მომიყვა, რომ პუტინი გაგიჟდა... ნავთობის კოლოსალურმა შემოსავლებმა საერთოდ ტვინი გადაუკეტა და ძალიან სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი თქვენთან ომიო. თან მიყურებს და მეუბნება, რომ საქართველო პატარაა, საქართველო პუტინს აღიზიანებს, თქვენი რეფორმები აღიზიანებს და ომს აპირებსო. ასე, რომ ომის შესახებ ნიშნები მოდიოდა და მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობის შიგნიდან.


ბოლოს კი, 2007 წელს ამას თვითონ პუტინი მომიყვა. ასე, რომ ამაზე არაფერი საიდუმლო არავის გვქონდა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2013 წელს.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31