გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლერი ბარნაბიშვილი: გვინდა აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან, ჩამოვედით და ველოდებით მათ შეხვედრაზე

16-04-2021

„გვინდა აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან, ჩამოვედით და ველოდებით მათ შეხვედრაზე",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები. ჩამოსულები ვართ მე, ორი გუბერნატორი- იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მხარის. ასევე, შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. დღეს ჩამოვედით, მოხდა აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია და ველოდებით მათ"- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31