გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

16-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა ტყის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე და სექტორის განვითარების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქვეყანაში ტყის სექტორის რეფორმირების პროცესზე, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მნიშვნელობასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა.

„მადლობას ვუხდი პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ტყის სექტორის რეფორმირების პროცესში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევას წარმოადგენს, რაც პირდაპირ კავშირშია ტყის მდგრად განვითარებასთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებაში ეფექტიანი წვლილი შევიტანოთ და ტყის მდგრადი განვითარებით დავიცვათ ქვეყნის მწვანე საფარი და გარემო“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ევროპის ტყის ონლაინ მინისტერიალს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა მასპინძლობდა.
მინისტერიალის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, კოლეგებთან ერთად, ხელი მოაწერა ბრატისლავას მინისტერიალის რეზოლუციას და ბრატისლავას მინისტერიალის დეკლარაციას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31