გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ცანცუა“ უვნებელი გადაურჩა შემთხვევას“ _ რატომ არ ესწრებოდა დეპუტატი ცინცაძე ყრილობას

1-05-2018

ლანჩხუთის კულტურის სახლში გამართულ „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას, სადაც დღის წესრიგის შესაბამისად, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და 11 მაისს ყრილობაზე გასამგზავრებელი დელეგატები აირჩიეს, არ დასწრებია პარტიის სკანდალური და ხმაურიანი სახე ნუგზარ ცინცაძე, იგივე „ცანცუა“.


იქიდან გამომდინარე, რომ ახლადარჩეული პარტიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე სარიშვილსა და „ცანცუას“ შორის არცთუ შეხმატკბილებული ურთიერთობა, ლანჩხუთში საზოგადოების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ცინცაძე კონფერენციაზე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებდა მერისა და მისი გუნდის წინააღმდეგ.


თუმცა, ბოლო დღეებში „ცანცუა“ ლანჩხუთში საერთოდ არ ჩანდა. მისი დისშვილის, ირაკლი ჩხაიძის ფეისბუქპოსტიდან კი ცნობილი გახდა, რომ „ცანცუას“ დღეს ქობულეთში ავტოავარია მოუვიდა. ჩხაიძე აქვე ავარიის შედეგად დამტვრეული მანქანის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ „ცანცუა“ უვნებელი გადაურჩა შემთხვევას.




GURIANEWS.COM

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728