გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში

17-04-2021

უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი ბერაიას თქმით, "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს".

როგორც ბერაია აცხადებს, "აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამსახური სათავეში უდგას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და ზოგადად, ამ მიმართულებით ერთიან ეროვნულ ძალისხმევას, რაც ორიენტირებულია აღნიშნულ სფეროში საფრთხეების შემცირების ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სწორედ სამსახურის მაღალი სტანდარტით საქმიანობა და გაუვრცელებლობის ღონისძიებათა ეფექტიანი კოორდინაცია განაპირობებს აღნიშნულ სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31