გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ლაგოდეხში ერთი პირი დააკავა

18-04-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ.-მ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით , ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031