გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეპუტატებმა დებატების ფორმის შეცვლის თაობაზე მარგველაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2-05-2018

პარლამენტმა რეგლამენტიდან გადახვევისა და დებატების ფორმის შეცვლის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რეგლამენტის შეცვლის საკითხს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო პარლამენტართა უმრავლესობა, 50 მათგანი ამის წინააღმდეგ წავიდა. 
სხდომა არსებული განრიგით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სხდომის ფორმატი გახდა, სადაც მისი თქმით, დეპუტატებთან უშუალო დისკუსიის საშუალება არ ჰქონდა. მან ამ ფორმატიდან გადახვევა ითხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძისგან უარი მიიღო. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930