გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: რამდენად ნეიტრალური ვიქნები - ამას საქმე გვიჩვენებს

27-04-2021

„რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას, ალბათ, გვაჩვენებს საქმე და თქვენ თვითონ შეაფასებთ შემდეგ, რამდენად შევძლებ მე ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრალური და შევძლო ბალანსის დაცვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის",- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ახალ არჩეულმა თავმჯდომარემ კითხვას, რამდენად ნეიტრალური იქნება ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ჟურნალისტებთან საუბრისას, კახა კუჭავა მოლაპარაკებების პროცესსაც შეეხო.

„კარგად ხედავდით, მოლაპარაკებების პროცესს ვინ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას", იყო საკმაოდ მწვავე დებატები, განხილვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ კეთდებოდა განცხადებები და ეს მხარეები იყვნენ ჩართულები, რომ ეს შეთანხმება ყოფილიყო მიღწეული. მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, ხოლო კითხვა, თუ რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას გვაჩვენებს საქმე და თქვენ თვითონ შეაფასებთ შემდეგ, რამდენად შევძლებ მე ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრალური და შევძლო ბალანსის დაცვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031