გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მედიკამენტების შეძენა გაუადვილდებათ

3-05-2018

მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.


„2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა საქართველოში, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31