გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერმა წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

4-05-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

წითელი ჯვარი ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ქვემო ქართლში ვაქცინაციის მსურველებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში აქტიურ დახმარებას გაუწევს, რათა მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის გავლა.

ვაქცინაციის მსურველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 2 501 105 დარეკონ, რის შემდეგაც მოხალისეები მათ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

დავით შერაზადიშვილი წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას დაპირდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31