გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება

11-05-2021

მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, რეალისტურია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

„ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესრულდება",– განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან.

„ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930