გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

12-05-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 550 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების 2ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი მოქალაქეების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31