გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
2000 წელსზუგდიდში, ზარანდიასგან შეშინებული სააკაშვილი ტუალეტში ჩაიკეტა - ლალი ანთია

13-05-2021

ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" ხელმძღვანელი, ლალი ანთია 2000 წელს მომხდარ იმ ფაქტს იხსენებს, როდესაც, მისი თქმით ზუგდიდში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს ბადრი ზარანდია იარაღით გამოეკიდა, ხოლო სააკაშვილი ტუალეტში დაიმალა.


ამის შესახებ ანთიამ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.


"2000 წლის 4 ნოემბერს ზუგდიდში გიჟივით ჩამოქანებულ სააკაშვილს ბადრი ზარანდია იარაღით გამოეკიდა. შეშინებულმა სააკაშვილმა გრიშა ქობალიას კუთვნილი ტელეკომპანიის შენობას შეაფარა თავი და იქ ტუალეტში იყო ჩაკეტილი, მერე კი, უკანა კარიდან გააპარეს.


სხვათა შორის, მაშინ ბადრიმ გრიშა ქობალიას და ზუგდიდელებს სცა პატივი, თორემ სააკაშვილს ტუალეტში დამალვა არ უშველიდა.
ბადრი ზარანდია 2003 წლის 8 იანვარს მოკლეს. დარწმუნებული ვარ, ზარანდია სააკაშვილმა მოაკვლევინა" - განაცხადა ანთიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930