გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა

20-12-2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მათ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930