გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარის უწყვეტი და ხარისხიანი მომარაგების მიზნით, მნიშვნელოვანია სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმით უზრუნველყოფა

13-05-2021

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების გარდა, სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს შპს „დელტა ტექსტილის“ დაფუძნების, მისი საქმიანობისა და გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია პანდემიისა თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უნიფორმითა და ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს:

„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი პროდუქცია და წლის ბოლომდე კიდევ მივიღებთ ჯარისკაცებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნაწარმს, როგორიცაა კომუფლირებული უნიფორმები, მაისურები, სპორტული ტანსაცმელი და ტექსტილის სხვადასხვა სახეობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31