გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ზურა ჟვანია ორ ქალს უყვარდა და ერთმანეთს ხოცავდნენ, ერთ-ერთი ხათუნა გოგორიშვილი იყო; ერთხელ ზურამ მითხრა, რა ვქნა, ვუყვარვარ, ხომ არ ვძულვარო - ზურაბ ჟვანიას მეგობარი

16-05-2021

ახლა რომ გამოდიან ეს უსინდისოები და იძახიან, ზურაბ ჟვანიაზე ყველამ ყველაფერი იცის და არ გვინდა ვილაპარაკოთო, თუ ზურას გაუკუღმართებული ცხოვრება ჰქონდა, მაშინ ამ ნაგავს - ხათუნა გოგორიშვილს, ზურაბ ჟვანია, როგორც კაცი, სიგიჟემდე რატომ უყვარდა? - ეს განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას მეგობარმა, ლალი ანთიამ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა:


"გეკითხებით, ასეთი კაცი რატომ უყვარდა გოგორიშვილს, გასაქანს რომ არ აძლევდა?


უყვარდა კი არა, ზურას გულისთვის აფანატებდა ეგ გაფუჭებული და არაადამიანი! უსინდისო გოგორიშვილი... მწვანეთა პარტიიდან მოყოლებული, ზურაბ ჟვანია ორ ქალს უყვარდა და ერთმანეთს ხოცავდნენ ზურას გულისთვის - ერთი იყო ხათუნა გოგორიშვილი, ხოლო მეორეს არ დავასახელებ!


ქალბატონი ნინო ქადაგიძე გვიან გამოჩნდა და ახრჩობდნენ საწყალ ნინოს, რომელიც პოლიტიკაში არ ერეოდა.


გოგორიშვილი გაბრაზდებოდა ხოლმე და თვეობით არ ელაპარაკებოდა ზურას.


ზურას ოჯახი ჰყავდა, ანგელოზივით ცოლი ჰყავდა და გოგორიშვილს გამოეკიდებოდა?


ერთხელ მითხრა ცხონებულმა, - ლალი, რა ვქნა, ვუყვარვარ, ხომ არ ვძულვარო?!


გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე ხშირად ღალატობდნენ ზურას. თქვენ რა, გგონიათ 2003 წელს არ უღალატეს? აქეთ ზურას ეუბნებოდნენ შენთან ვართო და იქით მიშა სააკაშვილს გაურიგდნენ საიდუმლოდ" - განუცხადა გამოცემის კორესპონდენტს ლალი ანთიამ.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031