გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

18-05-2021

კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რისკის ანალიზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უკრაინის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერების შედეგად, ძარის კონსტრუქციაში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით, 230 ათასი ლარის ღირებულების, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031