გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ შეხვედრა გაიმართა

19-05-2021

ონის მუნიციპალიტეტში 18 მაისს მომხდარი ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისათვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.

შეხვედრაზე იმსჯელეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საჭირო ღონისძიებეზე.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930