გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

20-05-2021

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

პროგრამის ფარგლებში, მაჟორიტარულ ოლქში, 16 მისამართზე კიბეების რეკონსტრუქცია, სადარბაზოების მოწყობა და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა სამუშაოები ჩატარდა.

დეპუტატი აგრეთვე მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული საკითხები ადგილზე განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები დაისახა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930