გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ლ.ბ.-ს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

20-05-2021

საქართველოს პროკურატურამ გ.თ.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ლ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ლ.ბ.-მ ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხულიგნური ქვენა გრძნობით, გ.თ.-ს დანით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ლ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამასთან, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930