24-05-2021
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების, ლ.კ.-ს, ი.დ.-ს, მ.გ.-ს და ო.ე.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ასევე ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში 25 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა, თითოეულს - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ 14 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||