გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25-05-2021

ბოსნია-ჰერცოგოვინას პრემიერ-მინისტრი, ზორან ტეგელტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში, ზორან ტეგელტიამ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაადასტურა.

„მინისტრთა საბჭოს და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი რწმენა, რომ მეგობრული ურთიერთობები ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031