გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იტალიაში პრინტერის კარტრიჯების მოპარვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

7-05-2018

იტალიაში, ქალაქ ბერგამოში პრინტერის კარტრიჯების მოპარვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცმა ტექნიკის მაღაზიიდან 1000 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები მოიპარა.


როგორც გაირკვა, ბრალდებული უკანონოდ იმყოფებოდა იტალიის ტერიტორიაზე და ქურდობაში ადრეც იყო შემჩნეული.


სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს კარტრიჯების მოპარვის გარდა ბრალი რამდენიმე ბინისა და მაღაზიის გაქურდვისთვის წაუყენა. ის რამდენიმე თვეს ბერგამოს ციხეში გაატარებს.





ghn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930