გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერმერებთან გამართული შეხვედრებისას აგრარული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს

31-05-2021

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ფერმერებთან შეხვედრები გამართა.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს USAID-ის და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოები.

მოინახულეს თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი, ასევე, მარწყვის სათბურები, სადაც მოსავალს უწყვეტად იღებენ და საქართველოს მასშტაბით ქსელურ მაღაზიებსა და საკონდიტრო საწარმოებს ამარაგებენ. სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ ლოკოკინების ფერმას, რომელიც ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტს იტალიაში ახდენს.

ფერმერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები თემატური მოკვლევის დასკვნით რეკომენდაციებში აისახება.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31