გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

31-05-2021

მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა.

გეგმიურ საველე სწავლებაში მონაწილეობას მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა იღებდა. დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

საველე სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა. პირველი და მეორე ფაზები ოპერაციის რაიონში საცეცხლე რაიონის დაკავებასა და პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებას ითვალისწინებდა. შემდეგ ეტაპებზე მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებასა და ბატარეის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას მოიცავდა. წვრთვნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.
წვრთნების მიზანს სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების შერწყმა, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები წარმოადგენდა. სწავლებამ მაღალი შეფასება მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031